ფეხბურთი

21:07 | 25.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის მომდევნო სეზონის დაწყების თარიღი გაირკვა

ინგლისის პრემიერლიგის 2021-2022 წლების სეზონის 14 აგვისტოს დაიწყება. ინფორმაცია ს ლიგის ვებგვერდი ავრცელებს.

ცნობილია, რომ ბოლო ტური 2022 წლის 22 მაისს გაიმართება. ამრიგად, მომდევნო სეზონიდან საფეხბურთო კალენდარი ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება და მიმდინარე სეზონივით ძალიან მჭიდრო გრაფიკი გუნდებს არ ექნებათ.

შედარებისთვის, მიმდინარე სეზონი 12 სექტემბერს დაიწყო და 23 მაისს უნდა დასრულდეს.

0.100892