ფეხბურთი

15:18 | 25.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი ისევ „ლივერპულში“?

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი, ლუის სუარესი, შესაძლოა, ისევ „ლივერპულში“ დაბრუნდეს - გვამცნობს Fichajes.

წყაროს ინფორმაციით, მერსისაიდელებს წინა ხაზის როტაციის გაზრდა განუზრახავთ და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას 34 წლის ურუგვაელის გადაბირებაც ამად სურთ.

მიმდინარე სეზონში სუარესმა „ატლეტიკოს“ მაისურით 31 მატჩი გამართა, 19 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე პასით გამოირჩა. პორტალი Transfermarkt მის ტრანსფერს 15 მილიონ ევროდ აფასებს.

შეგახსენებთ, რომ სუარესი „ლივერპულში“ 2011-14 წლებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112328