ფეხბურთი

12:24 | 25.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვი „ფენერბაჰჩეში“?

გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი, ზაფხულში, შესაძლოა, თურქული „ფენერბაჰჩეს“ თავკაცი გახდეს - წერს Bild. გერმანელ სპეციალისტს 1998-99 წლებში უკვე უმუშავია ამ კლუბში.

შეგახსენებთ: 9 მარტს ცნობილი გახდა, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ლიოვი დატოვებს ბუნდესნაკრებს. მისი კონტრაქტი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე იყო გათვლილი, მაგრამ სპეციალისტმა თავად მოითხოვა გათავისუფება და გერმანიის საფეხბურთო კავშირიც აღარ გაძალიანებულა.

ლიოვი გერმანიის ნაკრებს 2006 წლიდან წვრთნის და 2014 წელს ის მსოფლიო ჩემპიონი გახადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114379