ფეხბურთი

22:04 | 24.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "რთული მეტოქე გვყავს, მაგრამ კარგი შედეგის მიღწევა შეგვიძლია"

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია სტოკჰოლმში შვედეთთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა. ქართველმა მცველმა განაცხადა, რომ მოლოდინი კარგია და მიუხედავად იმისა, რომ ახალ მწვრთნელს სამუშაოდ დრო ძალიან ცოტა ჰქონდა, დადებითი შედეგისთვის ყველაფერს გაიღებენ.

„ახალი მწვრთნელი და ნაკრებში ახალი სახეები გვყავს. ვსწავლობთ სათამაშო სისტემას, მაგრამ ვეცდებით, ჩვენი საუკეთესო მხარე წარმოვაჩინოთ და ქულები მოვიპოვოთ. თამაშის წინ მოლოდინი კარგია. სამწუხაროდ, ახალ მწვრთნელს მოსამზადებლად დრო არ ჰქონდა, სულ ორჯერ ვივარჯიშეთ, ძალიან მოკლე დრო იყო, მაგრამ მაქსიმალურად გამოვიყენეთ, რომ შეგვესწავლა მისი სისტემა, ტაქტიკა და ხვალ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ კარგი შედეგისთვის. რთული ჯგუფია და რთული მეტოქე გვყავს, მაგრამ მჯერა, რომ კარგი შედეგის მიღწევა შეგვიძლია.

იბრაჰიმოვიჩი შესანიშნავი ფეხბურთელია, მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი უდიდესი. ძალიან კარგია, რომ ის დაბრუნდა, როგორც ფეხბურთისთვის, ისე ქვეყნისთვის, რადგან შვედეთში საუკეთესო ფეხბურთელია და მის წინააღმდეგ მითამაშია და ახლაც ჩემთვის ეს დიდი გამოწვევაა, მაგრამ მისი არ გვეშინია“, - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, შვედეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112387