ფეხბურთი

21:14 | 24.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენმა" პიტერ ბოში დაითხოვა

"ლევერკუზენმა" მთავარი მწვრთნელი პიტერ ბოში დაითხოვა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ჰოლანდიელ სპეციალისტს დროებით გერმანიის 18-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ჰანეს ვოლფი სეზონის ბოლომდე ჩაანაცვლებს.

ბოშმა "ლევერკუზენი" 2018 წელს ჩაიბარა. მიმდინარე სეზონში პიტერის გუნდი ევროპა ლიგაზე "იანგ ბოიზთან" დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. ასევე, ბუნდესლიგის ბოლო ექვსი შეხვედრიდან "ლევერკუზენმა" მხოლოდ ერთი მოიგო და ამჟამად სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ გუნდს შვიდი ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105262