ფეხბურთი

17:31 | 24.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანდერსონი და ლარსონი: "ახალი თავი იწყება და საქართველო პატივისცემას იმსახურებს"

შვედეთის ნაკრებს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ 35 წლის ნახევარმცველი სებასტიან ლარსონი უკაპიტნებს. ეს ინფორმაცია მას შემდეგ დადასტურდა, რაც გაირკვა, რომ კაპიტანი ანდრეას გრანქვისტი ვერ ითამაშებს.

ლარსონმა მატჩს წინ პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს ნაკრების შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა:

„ეს არის გუნდი, რომელსაც ინდივიდუალურად ბევრი ტექნიკური ფეხბურთი ჰყავს. საქართველოს არ აქვს დიდი შედეგები და ერთა ლიგიდან ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, შედარებით დაბალი რანგის გუნდია, მაგრამ უდიდესი პატივისცემით მოპყრობას იმსახურებს. ჩვენ ვნახეთ მათი თამაშები, როგორც ამას ყოველი მეტოქის შემთხვევაში ვაკეთებთ. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ძირითადი პრინციპებით ვითამაშებთ“, - თქვა ლარსონმა.

სებასტიან ლარსონი შვედეთის ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობს და 125 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი. ის სამშობლოში აიკ-ის ღირსებას იცავს, კარიერის განმავლობაში კი „არსენალში“, „ბირმინგემში“, „სანდერლენდს“ და „ჰალ სიტიში“ უთამაშია.

შვედეთის ნაკრებს ხვალინდელ შეხვედაში გრანქვისტის გარდა, ნახევარმცველი იოაკიმ ნილსონი და თავდამსხმელი მარკუს ბერგი ვერ დაეხმარებიან. ეს ინფორმაცია მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა დაადასტურა:

„ძალიან სასიამოვნო იქნება თამში. ეს არის ახალი თავი, რომელიც დაიწერება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩე ციკლში. აქამდე ორი კარგი ვარჯიში ჩავატარეთ, გავიკეთეთ კოვიდ-ტესტები და ყველა უარყოფითია, რაც კარგი ამბავია. ხვალ მარკუს ბერგი ვერ ითამაშებს. ასევე არ იქნებიან იოაკიმ ნილსონი და ანდრეას გრანქვისტი.

უკვე გადაწყვეტილი მაქვს, ვინ ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში. ჩვენ მატჩებს შორის მხოლოდ ორი დღე გვაქვს, ამიტომ, ის 11 ფეხბურთელი, რომელიც ერთ თამაშს ითამაშებს, არ ვარ დარწმუნებული, რომ მომდევნო შეხვედრაშიც ძირითადში იქნება“, - თქვა ანდერსონმა.

შეგახსენებთ, შვედეთისა და საქართველოს მატჩი 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101529