ფეხბურთი

18:23 | 22.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსში" პირლოს სკამი შეირყა

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან შესაძლოა ანდრეა პირლო დაითხოვონ. „ბენევენტოსთან“ მატჩის შემდეგ (0:1) სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ მას ნდობა გამოუცხადა, მაგრამ ეს საკმარისი ალბათ არ იქნება.

პრეზიდენტი ანდრეა ანიელი უკმაყოფილოა და პირლოსთან მატჩის შემდეგ მწვავე საუბარიც ჰქონია. მხარეები სიტუაციას ამ დღეებში შეაფასებენ და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ტურინული კლუბი, რომელიც ზედიზედ ცხრაჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი და ბოლო ორ სეზონში ორი მწვრთნელი (მასიმილიანო ალეგრი და მაურიციო სარი) გაათავისუფლა მიუხედავად იმისა, რომ ორივემ გუნდს სკუდეტო მოაგებინა. მათ ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობა არ აპატიეს. პირლოს შედეგები უფრო სავალალოა - ჩემპიონთა ლიგაზე გუნდმა კრახი განიცადა და სკუდეტოს მოგების შანსი თითქმის დაკარგა. გუნდს მაქსიმუმ ოთხეულში მოსახვედრად მოუწევს ბრძოლა.

ანდრეა პირლომ „იუვენტუსი“ გასული წლის აგვისტოში ჩაიბარა და გუნდს იტალიის სუპერთასი მოაგებინა, ამასთან იტალიის თასის ფინალშია გასული. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ტურინელთა ამბიციებს არ აკმაყოფილებს და არაა გამორიცხული მალე უსამსახუროდ დარჩეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128486