ფეხბურთი

17:05 | 22.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძემ "ანდერლეხტთან" ამხანაგურ მატჩში ითამაშა

ბელგიური „გენტის“ ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ ამხანაგურ მატჩში ითამაშა. ქართველმა ნახევარმცველმა ბრიუსელის „ანდერლეხტთან“ სპარინგში მოახერხა მინდორზე გასვლა.

ჩაკვეტაძე თამაშში მე-10 წუთზე შეცვლაზე ჩაერთო და აღარ შეუცვლიათ. აღსანიშნავია, რომ მას ბოლო პერიოდში ტრავმა ჰქონდა, მაგრამ როგორც ჩანს მომჯობინდა და სარეაბილიტაციო პერიოდი სწრაფად გაიარა.

მიმდინარე სეზონში ქართველი შემტევი ტრავმებმა გააწამა, ის მოედანზე მხოლოდ 4-ჯერ გავიდა ოფიციალურ მატჩებში. სწორედ დაზიანების გამო საქართველოს ნაკრებში გამოძახებული არ არის.

რაც შეეხება „გენტისა“ და „ანდერლეხტის“ ამხანაგურ მატჩში გუნდებმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105952