ფეხბურთი

21:28 | 21.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის მეხუთე ტური ფრით დასრულდა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეხუთე ტური გორის „დილასა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ მატჩით დასრულდა. შეხვედრა საინტერესო გამოდგა, გორელები ფავორიტები იყვნენ, მაგრამ ვერ მოიგეს.

უგოლო ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევრის დასაწყისში გუნდებმა გოლები გაცვალეს. ჯერ ანგარიში სტუმრებმა გახსნეს და იმერლები რეკიშის გოლით დაწინაურდნენ. თუმცა 7 წუთში ვანდერსონ სილვამ პენალტით წონასწორობა აღადგინა.

დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. „დილა“ 11 ქულით „დინამო ბათუმთან“ ერთად ლიდერია, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ 3 ქულით მერვე პოზიციაზეა.

„დილა“ – „ტორპედო“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 რეკიში (48), 1:1 ვანდერსონი (55, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113544