ფეხბურთი

19:08 | 21.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა სიჭინავას გოლი უკრაინის პრემიერლიგაში (+VIDEO)

უკრაინის პრემიერლიგის მე-19 ტურში ნიკა სიჭინავას „ინჰულეცმა“ „ოლექსანდრია“ 1:0 დაამარცხა და ეს ერთადერთი გოლი ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზეა.

ნიკამ პირველი ტაიმის ბოლო, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე გაიტანა. ის მცველებმა უმეთვალყურეოდ დატოვეს საჯარიმოში და თავით გამარჯვების მომტანი გოლი შეაგდო. 26 წლის შემტევმა შეუცვლელად ითამაშა.

სიჭინავას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 შეხვედრაში მეხუთე გოლის გატანა შეძლო და გუნდის ერთ-ერთი გამორჩული ფიგურაა.

„ინჰულეცმა“ სეზონში მესამე გამარჯვება იზეიმა, სხვათა შორის, ზედიზედ მეორედ მოიგო და 19 ქულით მეცხრეა ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112486