ფეხბურთი

20:37 | 19.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის სიმბოლური ნაკრები

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩების შემდეგ კვირის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ყველაზე მეტი წარმომადგენელი ზაგრების "დინამოს" ჰყავს, ხორვატიული გუნდიდან სამი ფეხბურთელი გამოარჩიეს.

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კვირის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: დომინიკ ლივაკოვიჩი ("დინამო ზაგრები");

მცველები: კევინ თეოფილე-კატერინე ("დინამო ზაგრები"), სოკრატის პაპასტატოპულოსი ("ოლიმპიაკოსი"), ლისანდრო მარტინესი ("აიაქსი"), ჟან ბორილი ("სლავია");

ნახევარმცველები: მისლავ ორშიჩი ("დინამო ზაგრები"), დანი პარეხო ("ვილიარეალი"), პოლ პოგბა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ალფონსო პედრაზა ("ვილიარეალი");

თავდამსხმელები: ბორხა მაიორალი ("რომა"), ხერარდ მორენო ("ვილიარეალი");

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063293