ფეხბურთი

17:54 | 19.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი რუსი ფეხბურთელი: "ხვიჩა ყველას აღაფრთოვანებს და ევროპიდან დევნას დაუწყებენ"

მოსკოვის „სპარტაკისა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ევგენი ლოვჩევმა ყაზანის „რუბინის“ შეტევის ხაზი შეაქო და რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია. მისი აზრით, ხვიჩას ევროპაში ნებისმიერი გუნდი ყურადღებას მიაქცევს.

„რუბინს“ შესანიშნავი შეტევა ჰყავს. ისინი თავისუფლები არიან, ლეონიდ სლუცკი ამ ბიჭებს არაფერს უკრძალავს. არ ითხოვს მათგან პასის გაკეთებას, გახსნას, სლუცკი ითხოვს ბურთის მიღებას და მოტყუებას. დესპოტოვიჩი, რომელიც ცენტრში თამაშობს, შესანიშნავი შემსრულებელია. ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელიც უბრალოდ ყველას და ყველაფერს აღაფრთოვანებს. ეს არის ფეხბურთელის ტიპი, რომელსაც ევროპაში ყველა დევნას დაუწყებს. ამაში ეჭვი არ არის“, - თქვა ლოვჩევმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ოთხჯერ საგოლე პასი შეასრულა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060923