სხვა

13:14 | 19.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი ტობიზარუსთან დამარცხდა და თანაბარ ბალანსზეა (+VIDEO)

ჰარუ ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი დამარცხდა და თანაბარი ბალანსი გაუხდა. ქართველი სუმოისტი მე-8 მაეგაშირა ტობიზარუს დაუპირისპირდა და ოკურიდაშის ილეთით წააგო.

ტოჩი მეტოქემ ზურგიდან მოიქცია და მისი დოჰიოდან გადაყვანა ადვილად მოახერხა. 28 წლის იაპონელმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და ჩვენებურთან ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი სათავისოდ გახსნა, რადგან ეს წყვილის პირველი დაპირისპირება იყო.

ლევანს 3 მოგების წილ ამდენივე მარცხი აქვს და დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად დარჩენილი 9 ორთაბრძოლიდან მინიმუმ ხუთის მოგება მართებს. მისი მომდევნო მეტოქე კი მე-5 მაეგაშირა ენდო იქნება, რომელსაც აქამდე 15-ჯერ შეხვედრია და მასთან უპირატესობას ფლობს - 9 მოგება და 6 მარცხი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112829