ფეხბურთი

19:16 | 18.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის მე-9000 გოლი

ოთხშაბათ საღამოს, ლონდონის „სტემფორდ ბრიჯზე,“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩი გაიმართა „ჩელსისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის. მასპინძლებმა 2:0 მოიგეს (პირველი შეხვედრა - 1:0) და მეოთხედფინალში გავიდნენ.

ანგარიში ექს-აიაქსელმა მაროკოელმა, ჰაკიმ ზიეშმა გახსნა 34-ე წუთზე, 94-ზე კი, შეცვლაზე რამდენიმე წამის შესულმა ბრაზილელმა ემერსონმა, პირველივე შეხებით აიღო იან ობლაკის კარი. ეს გოლი მე-9000 აღმოჩნდა ტურნირის ისტორიაში.

საინტერსო ის არის, რომ ემერსონი არ არის „ლურჯების“ ძირითადის ფეხბურთელი. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა. სამჯერ გამოჩნდა მონდორზე ინგლისის თასზე და ორჯერაც ინგლისის ლიგის თასზე. თუმცა, ჩემპიონთა ლიგაში უკვე 5-ჯერ მოირგო „ჩელსის“ მაისური.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114545