ფეხბურთი

19:49 | 17.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

დანი ლაცა "შალკეში" დაბრუნდა

"მაინცის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი დანი ლაცა კარიერას "შალკეში" გააგრძელებს. როგორც გელზერკირხენული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა "შალკესთან" კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე გააფორმა და შესაძლოა თანამშრომლობა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს.

ლაცა "შალკეს" აკადემიის აღზრდილია და ყოფილ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა. დანიმ კლუბი 2011 წელს დატოვა და მას შემდეგ "დარმშტადში", "ბოხუმსა" და "მაინცში" ითამაშა. ამ უკანასკნელში კი ლაცა 2015 წლიდან თამაშობდა და 154 შეხვედრაში შვიდი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10356