ფეხბურთი

19:41 | 16.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე თურქულ გუნდის მწვრთნელობის კანდიდატია

ქართველმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ შესაძლოა თურქეთის სუპერლიგის ბინადარი „კარაგიუმრუკი“ ჩაიბაროს. Sporx-ის ცნობით, მასთან მოლაპარაკებებიც დაწყებულია.

„კარაგიუმრუკიდან“ შენოლ ჯანი დაითხოვეს და კლუბი მის შემცვლელს ეძებს. არველაძე კი ერთ-ერთი იდეალური კანდიდატია: ქართველი თავისუფალია, თურქულ ფეხბურთს ძალიან კარგად იცნობს და კლუბსაც, რადგან მისი ვიცე პრეზიდენტი არჩილ არველაძეა, ხოლო ვატო არველაძე - ფეხბურთელი.

სხვათა შორის, „კარაგიუმრუკს“ საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, მათ შორის ლუკას ბილია, ემილიანო ვივიანო, ანდრეა ბერტოლაჩი და ფაბიო ბორინი. თუმცა ბოლო პერიოდში ცუდი შედეგები აქვს. მთლიანობაში, თურქეთის სუპერლიგაში 29 ტურის შემდეგ 41 ქულით მერვე ადგილზეა.

აქვე გეტყვით, რომ შოთა არველაძე ბოლოს ტაშკენტის „ფახთაქორს“ წვრთნიდა, რომელიც დეკემბერში დატოვა. მანამდე 48 წლის ქართველ სპეციალისტს „კასიმპაშაში“, „ქაისერისპორში“, თელ-ავივის „მაკაბისა“ და „ტრაბზონსპორში“ უმუშავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114692