ფეხბურთი

21:55 | 15.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნუთუ, ეს შესაძლებელია? დაუჯერებელი ეპიზოდი "ბოკა" - "რივერის" დერბიდან (+VIDEO)

არგენტინის პრიმერადივიზიონის მეხუთე ტურში „ბოკა ხუნიორსი“ და „რივერ პლეიტი“ დაუპირისპირდნენ. ცხადია, სუპერკლასიკო ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და ახლაც არ არის გამონაკლისი.

თუმცა, ამჯერად ერთი უცნაური ფაქტორის გამო: მატჩის 89-ე წუთზე „რივერ პლეიტი“ გოლთან ახლოს იყო, მაგრამ „ბოკა“ სასწაულებრივ გადარჩა. ბურთი, რომელიც კარში დაუბროკოლებლად უნდა შესულიყო, კარის ხაზზე პრაქტიკულად გაჩერდა და მიმართულება შეიცვალა. შედეგად ანგარიში უცვლელი დარჩა.

უმალვე, კომენტატორმა და თამაშის შემდეგ უკვე ფანებმა დიეგო მარადონა გაიხსენეს და პათოსი ასეთია: „მარადონამ ზეციდან „ბოკა ხუნიორის“ გოლისგან იხსნა“. სხვა ახსნა-განმარტება მომხდარს არ აქვს...

აქვე გეტყვით, რომ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114923