ფეხბურთი

20:03 | 14.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანის დუბლი "ტორპედოს" მოსაგებად არ ეყო

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ „თელავს“ უმასპინძლა და დრამატულ მატჩში გუნდებმა ქულები გაიყვეს.

პირველი ტაიმის მიწურულს სტუმართა მცველმა ლაშა შერგელაშვილმა თავით გაიტანა და ტაიმი „თელავმა“ 1:0 მოიგო. თუმცა, მეორე ნახევარში „ტორპედომ“ ვითარება გამოასწორა და გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დააკლდა.

ქუთათურთა რიგებში ბრწყინვალე იყო ფადი ზიდანმა, რომელმაც დუბლი შეასრულა. პალესტინელმა შემტევმა 48-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, ხოლო 20 წუთში მეორედ დაამწუხრა მეტოქე. სხვათა შორის, მან სადებიუტო გოლები გაიტანა ეროვნულ ლიგაში და ზოგადად, „ტორპედოსთვისაც“ პირველი გლები იყო მიმდინარე სეზონში.

თუმცა, მიხეილ აშვეთიას გუნდმა მაინც ვერ მოიგო, რადგან მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში იმედა აშორტიამ გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. „ტორპედო“ 2 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა, ხოლო „თელავს“ 5 ქულა აქვს და მეოტხე პოზიციაზეა.

„ტორპედო“ – „თელავი“ 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 შერგელაშვილი (38), 1:1 ზიდანი (48), 2:1 ზიდანი (67), 2:2 აშორტია (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109521