ფეხბურთი

11:34 | 14.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში პირველი ფეხბურთელი, რომელიც არ ჩაიმუხლა: ვილფრიდ ზაჰას პროტესტი

„კრისტალ პალასისა“ და „ვესტ ბრომვიჩ ალბიონის“ მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელები მოედნის ცენტრში დაიჩოქნენ. მხოლოდ ლონდონელთა ლიდერი, ვილფრიდ ზაჰა მოიქცა საპირისპიროდ.

ზაჰა მოედნის ცენტრში ფეხზე წარბშეუხრელად იდგა და მსაჯის სასტვენს ელოდებოდა. ცხადია, მან ასეთი გადაწყვეტილება გააზრებულად მიიღო და თამაშის შემდეგ განმარტებად გააკეთა:

„ჩემი აზრით, დაჩოქება დამამცირებელია. მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ისინი ამაყობენ კანის ფერით. ჩვენი თავი მაღლა უნდა ავწიოთ და არ დავიჩოქოთ. ამას თამაშის წინ ყოველთვის ვაკეთებთ, მაგრამ ჩემთვის საკმარისი არ არის. მე არ ვაპირებ დაჩოქებას და Black Lives Matter მაისურის ჩაცმას. ჩვენ ვცდილობთ ვთქვათ, რომ ყველანი ერთნაირები ვართ, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ამ ჟესტებით მხოლოდ თავს ვიცავთ, რაც არ მუშაობს. ეს არის ჩემი პოზიცია“, - თქვა ზაჰამ.

აღსანიშნავია, რომ ვილფრიდ ზაჰა პრემიერლიგაში მოთამაშე პირველი ფეხბურთელია, რომელიც ამ აქციის ფარგლებში არ ჩაიმუხლა. აქვე გეტყვით, რომ „კრისტალ პალასმა“ „ვესტ ბრომვიჩი“ ლუკა მილივოიევიჩის გოლით 1:0 დაამარცხა.

0.105948