ფეხბურთი

22:46 | 13.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" "სამტრედია" დაამარცხა და გალიდერდა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში მეოთხე ტურმა სტარტი აიღო. გორში, „დინამო ბათუმმა“ გათამაშების აუტსაიდერ „სამტრედიას“ უმასპინძლა და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა.

გია ცეცაძის გუნდმა გია გეგუჩაძის გუნდს წინააღმდეგობა პრაქტიკულად ვერ გაუწია და ანტრაქტამდე ყველაფერი გაირკვა. გიორგი ნიქაბაძის პენალტით და გიორგი ფანცულაიას გოლით აჭარლებმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს, რომელიც თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს.

„დინამო ბათუმმა“ ამ გამარჯვებით 10 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ლიდერია, „სამტრედიას“ კი მძიმე სტარტი აქვს, ოთხივე თამაში წააგო და უქულოდ ბოლო საფეხურზეა.

„დინამო ბათუმი“ – „სამტრედია“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ნიქაბაძე (11, პენ), 2:0 ფანცულაია (45)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110635