ფეხბურთი

19:59 | 13.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძის დუბლი უნგრეთში და სეზონში 13 გოლი (+VIDEO)

უნგრული „უიპეშტის“ ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ბერიძემ მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და უნგრეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში „კიშვარდასთან“ დუბლი შეასრულა.

გიორგიმ მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა, მაგრამეს საკმარისი გამოდგა მეტოქის ორჯერ დასამხუწრებლად. მან ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა, ხოლო 35-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

23 წლის ქართველ შემტევს ძალიან კარგი სეზონი აქვს და 20 მატჩში 13 გოლი გაიტანა (უნგრეთის ჩემპიონატში 18 შეხვედრაში 8 გოლი და უნგრეთის თასზე 2 თამაშში 5 გოლი). „უიპეშტი“ კი 26 ტურის თავზე 34 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120753