ფეხბურთი

0:47 | 13.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟ მიქაუტაძემ "მეცთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ჟორჟ მიქაუტაძემ „მეცთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. როგორც ფრანგული გუნდის ვებგვერდი იტყობინება. მიქაუტაძე კლუბში 2025 წლის ივნისამდე დარჩება.

ჟორჟს პირველი პროფესიონალური კონტრაქტი 2019 წლის დეკემბერში გაუფორმეს და „ნიცასთან“ ლიგა 1-ში დებიუტიც რამდენიმე დღის შემდეგ ჰქონდა. გასული წლის ივნისიდან იჯარით ბელგიურ „სერენში“ თამაშობს, რომლის მაისურით ბელგიის პროქსიმუს ლიგაში 19 შეხვედრაში 18 გოლი აქვს გატანილი.

მიქაუტაძე საფრანგეთში დაიბადა, უკვე გადაწყვეტილია, რომ ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს. აქვე გეტყვით, რომ „მეცი“ ლიგა 1-ში 28 ტურის თავზე 41 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100895