ფეხბურთი

20:58 | 12.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიპციგმა" "აიაქსიდან" ბრობეი დაიმატა

ნიდერლანდების 19-წლამდელთა ნაკრების და აწ უკვე ამსტერდამის "აიაქსის" თავდამსხმელი ბრაიან ბრობეი კარიერას "ლაიპციგში" გააგრძელებს. როგორც გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა "ლაიპციგთან" ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ბრობეი გერმანულ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მიმდინარე სეზონში პირველ და ახალგაზრდულ გუნდებში ჯამში 26 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ბრობეის სატრანსფერო ღირებულება ოთხი მილიონი ევროა.

0.113709