ფეხბურთი

16:27 | 10.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

დეტალების მნიშვნელობის მაგალითი: "ვიცოდით, რომ მათი ცოცხალი კედელი დაიშლებოდა"

პორტუგალიური „პორტუს“ მცველმა შანსელ მბემბამ განაცხადა, რომ კარგად ჰქონდათ შესწავლილი „იუვენტუსის“ ცოცხალი კედელი. „დრაკონებმა“ გადამწყვეტი გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანეს, როდესაც 35 მეტრიდან სერჟიო ოლივეირამ გაისროლა.

„იუვეს“ ცოცხალი კედელი დარტყმამდე დაიშალა, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუ იდგა და სწორედ მის ზონაში გაძვრა ბურთი. მბემბას თქმით, ასე რომ იქნებოდა, კარგად იცოდნენ:

„ჩვენ ვნახეთ „იუვეს“ ვიდეოები და შევისწვალეთ თუ როგორ მოქმედებდნენ საჯარიმო დარტყმების დროს ცოცხალ კედელში. შევამჩნიეთ, რომ ისინი ყოველთვის ხტებოდნენ და ამიტომ, ვარჯიშებზე ამაზე ბევრი ვიმუშავეთ. 2:2, გოლი, რომელმაც მომდევნო ეტაპზე გაგვიყვანა, ჩვენი მუშაობის შედეგია“, - თქვა მბემბამ.

შეგახსენებთ, „იუვენტუსი“ – „პორტუ“ ორი მატჩის ჯამში 4:4 დასრულდა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე პორტუგალიელები სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გავიდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111425