ფეხბურთი

22:37 | 9.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

რომან ჭანტურია ყაზახეთის ჩემპიონატში ითამაშებს

ქართველი ფეხბურთელი რომან ჭანტურია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს და „კიზილჟარის“ ღირსებას დაიცავს. 25 წლის თავდამსხმელმა კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და 14-ნომრიანი მაისური მოირგო.

ჭანტურიას კარიერა იტალიურ „ემპოლიში“ დაიწყო, სადაც მეორე გუნდში თამაშობდა, ხოლო შემდეგ პორტუგალიური „ოლანენსეს“, „პრატოს“, თბილისის „ლოკომოტივის“, „დინამო ბათუმისა“ და გორის „დილას“ რიგებში ირჯებოდა.

„კიზილჟარის“ შემადგენლობაში ჭანტურიას გარდა კიდევ ერთ ქართველი ფეხბურთელი, შოთა გრიგალაშვილი ირიცხება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119709