ფეხბურთი

20:26 | 8.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინის" ფეხბურთელის ზღაპრული გოლი "ზენიტთან" ბოლო წუთზე (VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში ყაზანის "რუბინმა" სანქტ-პეტერბურგის "ზენიტი" 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთზე დენის მაკაროვმა გაიტანა. რუს ფეხბურთელს საოცარი გოლი გამოუვიდა და ორი მეტოქის გარემოცვაში უბრალდო შეუდარებლად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ არტიომ ძიუბამ პენალტი ვერ გაიტანა, თორემ "ზენიტს" გათანაბრებაც შეეძლო.

ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, აქტიურიც იყო, მაღალი შეფასებაც მიიღო, მაგრამ ამჯერად ქართველს შედეგიან კომბინაციაში მონაწილეობა არ მიუღია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128698