ფეხბურთი

16:41 | 8.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

კარაგერი: "ამ "ლივერპულს" ჯუჯა მენტალიტეტი აქვს"

„ლივერპულის“ ლეგენდარულმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა მისი ყოფილი კლუბი გააკრიტიკა. როგორც ვეტერანმა ინგლისელმა აღნიშნა, „ლივერპულს“ ახლა ჯუჯა მენტალიტეტი აქვს.

„გასულ სეზონში „ლივერპულს“ ხშირად გოლი თამაშის ბოლოს გაჰქონდა და ახერხებდა გამარჯვებას. მაშინ კლოპმა თქვა, რომ ეს მონსტრის მენტალიტეტი იყო და ეს დაიმსახურეს, ახლა კი მათუ მენტალიტეტი ჯუჯაა. ყოველთვის, როდესაც გუნდი ანგარიშში ჩამორჩება ან რაიმე არასასურველ მომენტს განიცდის, არ იციან რეაგირება როგორ მოახდინონ. ეს უკვე 3-4 თვეა ხდება.

„ლივერპულისთვის“ მიუღებელი უნდა იყოს ასეთი თამაში, იმ გუნდების წინააღმდეგაც კი, რომლებიც გაცილებით ნაკლებად ძლიერები არიან. ვფიქრობ, რომ მეოთხე ადგილზე ფიქრი უფრო და უფრო რთულდება, ახლა ეს პოზიცია ნამდვილად შორსაა“, - თქვა კარაგერმა.

შეგახსენებთ, „ლივერპულის“ კრიზისი 2021 წლის დასაწყისიდან გრძელდება. „ენფილდზე“ კლოპი გუნდმა ზედიზედ 6 თამაში წააგო და 2021 წელს შინ ერთადერთი გოლი აქვს გატანილი, რაც კატასტროფული შედეგია. „წითლები“ პრემიერლიგაში ამჟამად მერვე ადგილზე იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113535