სხვა

5:10 | 8.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოდერმატმა ზაალბახში სუპერ გიგანტში გაიმარჯვა

სამთო თხილამურობაში მსოფლიო თასის სუპერ გიგანტის მორიგი რბოლა, რომელიც ავსტრიის ზაალბახში ჩატარდა, გამარჯვება შვეიცარიელმა მარკო ოდერმატმა მოიპოვა. მან 0.62 წამით ჩამოიტოვა მეორეზე გასული ფრანგი მატიო ბეილე და აბსოლუტურ კლასიფიკაციაში, ფრანგ ლიდერ ალექსის პინტუროსთან ჩამორჩენა 81 ქულამდე შეამცირა.

პინტურო სუპერ გიგანტში მე-15 ადგილს დასჯერდა. მესამე ადგილი კი ამ დისციპლინაში მსოფლიოს ჩემპიონმა, ავსტრიელმა ვინსენტ კრიხმაირმა დაიკავა, ვინც ჩქაროსნულ დისციპლინებში წინა ოთხი რბოლა მოიგო. ის გამარჯვებულს 0.81 წამით ჩამორჩა.

ოდერმატისთვის ეს კარიერაში მსოფლიო თასზე მოპოვებული მხოლოდ მესამე გამარჯვებაა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ის ძალინ სტაბილურია - რვაჯერ იდგა კვარცხლბეკზე, რაც ბროლის დიდი გლობუსის მოპოვების შანსს აძლევს. 24 წლის ბეილესთვის კი ეს კარიერაში პირველი კვარცხლბეკია.

კრიხმაირს ამ რბოლაშივე შეეძლო სუპერ გიგანტში ბროლის გლობუსის განაღდება, მაგრამ შვეიცარიის ლენცერჰაიდეს ფინალამდე მოუწევს ცდა. ის მეორე ადგილზე მყოფ ოდერმატს 82 ქულას უგებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111594