ჩოგბურთი

17:22 | 7.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

პეტრა კვიტოვამ ყატარის ღია მოიგო

ყატარის ღია პირველობა ჩეხი პეტრა კვიტოვას გამარჯვებით დასრულდა. ფინალში მან 6-2, 6-1 მოუგო ესპანელ გარბინე მუგურუსას, ვინც ამავე ტურნირის ფინალში, 2018 წელსაც ჰყავს დამარცხებული. გარდა ამისა, კვიტოვას ბოლო ოთხ სეზონში, დოჰას ტურნირის ფინალში კიდევ სამჯერ აქვს ნათამაშები.

ტურნირზე მეოთხე ნომრად განთესილმა კვიტოვამ მუგურუზას მოწოდებაზე ხუთი გეიმი მოიგო. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის განმავლობაში, 31 წლის (იუბილე ორშაბათს აქვს) ჩეხს ბრეიკის შანსი ცხრაჯერ ჰქონდა. გამარჯვებისთვის მან საათი და ექვსი წუთი იმყოფინა. კვიტოვამ თავის კარიერაში WTA-ს ტურის 28-ე ტიტული მოიპოვა. მათგან ორი (2011 და 2014 წლებში) უიმბლდონზე. მუგურუსასთან ჩატარებული 6 შეხვედრიდან კი 5 მოიგო.

გამარჯვების შემდეგ კვიტოვამ განაცხადა, რომ უწინდლზე უფრო სრულყოფილი ჩოგბურთელია, მაგრამ ის უშიშრობა აღარ აქვს, რაც ახალგაზრდობაში: „ძნელია შევადარო საკუთარი თავი იმას, რაც 10 წლის წინათ ვიყავი. გაცილებით უკეთეს ჩოგბურთს ვთამაშობ, მაგრამ როცა 21 წლისამ უიმბლდონი მოვიგე, ალბათ უფრო უშიშარი ვიყავი. მაშინ დასაკარგი არაფერი მქონდა და თითქმის ყველა პოზიციიდან ვუტევდი. ახლა უკვე უფრო მეტს ტაქტიკაზე ვფიქრობ, ზეწოლაც მეტად მოქმედებს. ფსიქოლოგიურ ზეწოლას ყოველ შეხვედრაში ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ამაზე გამკლავება ხშირად ძნელია“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11402