ფეხბურთი

13:41 | 7.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სტუდენტური დერბი" ძალიან დაძაბული გამოდგა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის III ტურის დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთსსაქართველოს უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე გუნდი დაუპირისპირდნენ. „სტუდენტური დერბი“ ფერდ 3:3დასრულდა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, UG-მ შეხვედრაში ანგარიში ორჯერ გაათანაბრა და წინ გასვლაც შეძლო, მაგრამ თსუ-მ დროის ამოწურვამდე წონასწორობის აღდგენა მოასწრო და მატჩი ფრედ დასრულდა. UG-ის რიგებიდან დუბლი ლევან პავლიაშვილმა გაიფორმა.

ლევან პავლიაშვილი, UG:“ბევრი გამოუყენებელი მომენტი გვქონდა. მაინც სასიამოვნოა პირველი ქულის მოპოვება ჩემპიონატში. ვცდილობთ ნელ-ნელა შევთამაშდეთ და უკეთესი თამაში ვაჩვენოთ. უფრო გამოცდილი მეტოქე გვყავდა, რამაც გამოიწვია ბოლოს ანგარიშის გათანაბრება.“

ბექა მურღული, თსუ2:“მთლიანობაში კარგი შეხვედრა გამოვიდა. ორჯერ გვქონდა უპირატესობა და ვერ შევინარჩუნეთ. დღეს ნამდვილად შეგვეძლო სამი ქულის აღება, მაგრამ მწვრთნელის შენიშვნები სათანადოდ არ გავითვალისწინეთ და დაცვაშიც შეცდომები დავუშვით. მეტოქე ნაკლებად ამწვავებდა შეხვედრას, ჩვენი სცენარით მიდიოდა თამაში, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ. ფრე მატჩის ხასიათიდან გამომდინარე ლოგიკური შედეგი იყო.“

ფუტსალის ლიგა 2-ის IV ტური 21 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117047