ფეხბურთი

0:56 | 7.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძის მორიგი გოლი უნგრეთში (+VIDEO)

უნგრეთის ჩემპიონატში გიორგი ბერიძემ მორიგი გოლი გაიტანა. „უიპეშტის“ ქართველმა შემტევმა 25-ე ტურში „პუშკაშ აკადემია“ დაამწუხრა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი დამარცხდა (1:2).

გიორგიმ 86-ე წუთამდე ითამაშა და 45-ე წუთზე პენალტით შეძლო თავსი გამოჩენა, რითაც იმ მომენტისთვის ანგარიში გაათანაბრა. მიმდინარე სეზონში 23 წლის ქართველს უკვე 11 გოლი აქვს გატანილი, 6 უნგრეთის ჩემპიონატში და 5 - უნგრეთის თასზე.

„უიპეშტს“ 25 ტურის თავზე 31 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113425