ფეხბურთი

0:21 | 7.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდისა და ლევანდოვსკის შოუ "დერ კლასიკერში"

გერმანიის ბუნდესლიგის XXIV ტურში გულშემატკივარმა სუპერმატჩი იხილა. „დერ კლასიკერში“ „ბაიერნმა“ და დოტმუნდის „ბორუსიამ“ ძალზე მაგარი ფეხბურთი აჩვენეს, მეტწილად ეს რობერტ ლევანდოვსკისა და ერლინგ ჰოლანდის დამსახურებაა.

ორივე გუნდის ბომბარდირებმა ბრწყინვალე წარმოდგენა დადგეს. ჯერ ნორვეგიელმა დაიწყო და მერე პოლონელმა დაასრულა. ჰოლანდმა დაიწყო და თან როგორ! მეორეწუთზე ანგარიში გახსნა, მეცხრე წუთზე მანუელ ნოიერი მეორედ დაამწუხრა და როგორი საქმეა - „ალიანც არენაზე“ 9 წუთში დუბლი გაიფორმო?!

თუმცა, ეს ჟურნალი იყო და კინო წინ გველოდა. ჰოლანდის დუბლს ვალში ლევანდოვსკი არ დარჩენილა, რომელმაც პირველივე ტაიმში შეძლო ორჯერ გატანა და ანგარიში როგორც პირადად ჰოლანდთან მიმართებაში, ისე შეხვედრაში გაათანაბრა. მატჩის ბოლო აკორდი ისევ „რეკორდმაისტერის“ იყო. 88- წუთზე ლეონ გორეცკამ წინ გაიყვანა ჰანსი ფლიკის გუნდი, ხოლო შემდეგ წერტილი ლევანდოვსკიმ დასვა, რომელმაც საერთოდაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. პოლონელს ბუნდესლიგი 23 მატჩში 31 გოლი აქვს გატანილი და უკვე შეიძლება ითქვას, რომ „ოქროს ბუცის“ მოგება სავარაუდოდ არ გაუჭირდება.

სხვათა შორის, „ბაიერნმა“ ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რადგან რომ ვერ მოეგო, ახლა ერთპიროვნული ლიდერი არ იქნებოდა. საქმე ისაა, რომ მიუნხენური გიგანტი „ლაიფციგს“ ისევ 2 ქულით უსწრებს და „ვერცხლის სინისთვის“ ბრძოლა გრძელდება.

„გლადბახი“ – „ლევერკუზენი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 შიკი (77)

„აინტრახტი“ – „შტუტგარტი“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 კაიჯიჩი (68), 1:1 კოსტიჩი (69)

„ფრაიბურგი“ – „ლაიფციგი“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 ნკუნკუ (41), 0:2 სორლოთი (64), 0:3 ფორსბგერგი (79)

„ჰერტა“ – „აუგსბურგი“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 ბენესი (2), 1:1 პიონტეკი (62), 2:1 ლუკებაკიო (89, პენ)

„ჰოფენჰაიმი“ – „ვოლფსბურგი“ 2:1 (2:1)

გოლები: 1:0 ბაუმგარტნერი (8), 1:1 ვერგოსტი (23), 2:1 კრამარიჩი (41)

„ბაიერნი“ – „დორტმუნდი“ 4:2 (2:2)

გოლები: 0:1 ჰოლანდი (2), 0:2 ჰოლანდი (9), 1:2 ლევანდოვსკი (26), 2:2 ლევანდოვსკი (44, პენ), 3:2 გორეცკა (88), 4:2 ლევანდოვსკი (90)

0.170292