ფეხბურთი

22:45 | 6.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძემ კვლავ ტრავმა მიიღო

გიორგი ჩაკვეტაძეს უიღბლობა გრძელდება. ქართველი ფეხბურთელი კვლავ იუქმებს, მიზეზი ისევ ტრავმაა. ბელგიური მედიის ინფორმაციით, 21 წლის ნახევარმცველმა დაზიანება მიიღო და უახლოეს ხანს ვერ ითამაშებს.

ეს ცნობა „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვან ჰაეზბრუკმა „ოსტენდესთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაადასტურა. ჯერჯერობით უცნობია დაიზანების ხარისხი, მაგრამ ბელგიაში ვარაუდობენ, რომ ჩაკვეტაძე ცოტა ხანი იუქმებს.

ამ ეტაპზე ცხადია, გადაჭრით რამის თქმა შეუძლებელია და უცნობია, მოახერხებს თუ არა გიორგი მარტში, საქართველოს ნაკრებში თამაშს.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძემ მძიმე ტრავმა, რის გამოც მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ ოთხჯერ გავიდა, ცოტა ხნის წინ მოირჩინა და ოთხშაბათს, ბელგიის თასზე „ეუპენთან“ სამატჩო განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

0.155498