ავტოსპორტი

3:08 | 6.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ის კალენდარი პორტუგალიის ეტაპით შეივსო

ფორმულა 1-მა გამოაცხადა, რომ 2021 წლის სეზონის კალენდარში პორტუგალიის დიდი პრიზი დააბრუნა. რბოლა კვლავ ალგარვეს პორტიმაუს ტრეკზე გაიმართება, რომელმაც გასულ სეზონში, მრბოლტაგან დიდი მოწონება დაიმსახურა.

პორტუგალიის დიდი პრიზი 2 მაისს ჩატარდება და ამგვარად, ფ1-ის კალენდარი კვლავ 23 ეტაპამდე გაიზრდება. ეს კი ნიშნავს, რომ 2021 წლის სეზონი ყველაზე გრძელი იქნება ფ1-ის ისტორიაში.

„გვინდა, პორტუგალიის დიდი პრიზის პრომოუტერს და პორტუგალიის მთავრობას მადლობა გადავუხადოთ მხარდაჭერისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ 2021 წლის სეზონი წარმატებული იქნება. იმედი გვაქვს, პორტიმაუს ტრეკზე ფანებს უსაფრთხოდ დასწრების საშუალება მიეცემათ და ამ საკითხზე პრომოუტერთან ერთად მუშაობას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ფ1-ის მთავარმა აღმასრულებელმა სტეფანო დომენიკალიმ.

გასულ სეზონში ალგარვეს რბოლა კალენდარში მას შემდეგ დაემატა, რაც პანდემიის გამო, რამდენიმე ევროპული ეტაპი გაუქმდა. პორტუგალიამ ბოლო 24 სეზონში პირველად უმასპინძლა ფ1-ის რბოლას და ის ლუის ჰამილტონმა მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115011