ფეხბურთი

21:17 | 5.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რენი" ბრუნო ჟენეზიომ  ჩაიბარა

"რენის" მთავარი მწვრთნელი ფრანგი სპეციალისტი ბრუნო ჟენეზიომ გახდა. როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 54 წლის ბრუნომ "რენისთან" კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე გააფორმა.

"რენის" მთავარი მწვრთნელის პოსტი სტეფან ჟიულენმა მარტის დასაწყისში პირადი მიზეზების გამო დატოვა. ჟენეზიო ბოლოს ჩინურ კლუბ "ბეიცზინ გოანს' წვრთნიდა და გუნდი 2020 წლის დეკემბრის ბოლოს დატოვა.

"რენი" საფრანგეთის ჩემპიონატში 27 ტურის შემდეგ მეათე ადგილზე 38 ქულით იმყოფება და ბოლო ოთხ შეხვედრაში მარცხი განიცადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11535