ფეხბურთი

20:21 | 5.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერს" პერინის დამატება სურს

ტურინის "იუვენტუსის" მეკარემ მატია პერინიმ შესაძლოა კარიერა მილანის "ინტერში" გააგრძელოს. როგორც InterLive იუწყება, "ნერაძურის" დატოვებას სამირ ჰანდანოვიჩი აპირებს, ხოლო მის შემცვლელად კლუბი პერინის მიიჩნევს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონის გადახდას აპირებს "ინტერი" მეკარის სანაცვლოდ.

მატია ტურინის "იუვენტუსის" საკუთრებაშია და ამჟამად "ჯენოაშია" განათხოვრებული. მიმდინარე სეზონში პერინმა 22 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 28 გოლი და ექვს შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. პერინის სატრანსფერო ღირებულება შვიდი მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114507