რაგბი

22:34 | 4.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

თენგიზ გოცირიძე: "ლიპარტელიანი ურცხვად მანიპულირებს ჩემთან ახლო ურთიერთობით"

„რაგბის კლუბ წიქარას“ პრეზიდენტი თენგიზ გოცირიძე განცხადებას აქვეყნებს. მისი თქმით, "წიქარაზე" ზეწოლის შესახებ ნოდარ ლიპარტელიანი ურცხვად მანიპულირებს. ასევე ლიპარტელიანი უარყოფს, რომ 24 თებერვალს ნამდვილად მიაკითხა საავადმყოფოში გოცირიძეს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"24 თებერვალს, რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს კლუბ „წიქარას“ გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ საინფორმაციო სივრცეში გამოჩნდა ნოდარ ლიპარტელიანი, რომელიც ურცხვად მანიპულირებს ჩემთან ახლო ურთიერთობით და უტიფრად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას „წიქარაზე“ ზეწოლის შესახებ, თუმცა, მას არ დაუმალავს, რომ 24 თებერვალს ნამდვილად მეწვია საავადმყოფოს პალატაში (!)
ამით ყველაფერი ნათქვამია!

კატეგორიულად მოვითხოვ, შეწყვიტოს ნოდარ ლიპარტელიანმა ხსენება კლუბ წიქარასი, რომელთანაც არასოდეს არაფერი აკავშირებდა (თუ არ ჩავთვლით საგანგებოდ შეთითხნილ მინდობილობას) და თენგიზ გოცირიძისა, რომელთანაც ოდესღაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა!

ამიერიდან ჩემი ოჯახის კარი მისთვის დახურულია!" - წერია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114159