ფეხბურთი

12:52 | 4.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი „რეალს“ „ატალანტასთან“ მატჩში დაუბრუნდება

მადრიდის „რეალის“ კაპიტანი, სერხიო რამოსი, დიდი ალბათობით, „ატალანტასთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში დაუბრუნდება მინდორს - გვამცნობს Marca.

ამჟამად რამოსი ტრავმისშემდგომ რეაბილიტაციას განაგრძობს. „ატალანტასთან“ შეხვედრა კი 16 მარტს გაიმართება. პირველ მატჩში მადრიდელებმა ფორლან მენდის გოლით 1:0 გაიმარჯვეს.

34 წლის ესპანელი „რეალში“ 2005 წლიდან თამაშობს.

0.148921