თამაშგარე

11:51 | 4.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გავაგანიერი ქალები და მუხიანელი ზაზა

როგორც მუხიანში მდებარე მეტალო კარ-ფანჯრების ცეხის უფროსი, ბატონი ზაზა იტყოდა: “ხვალ რა მოხდება ეგ რომ ვიცოდეთ, ჩვენზე მაგარი არავინ იქნებოდა“. ეს დიადი ჭეშმარიტება როგორც ჩანს კარგად უწყიან ბრაზილიის ხელისუფლებაში და პანდემიის გამო არსებული დიდი რისკის გამო, ბევრ მნიშვნელოვან ღონისძიებას ზღუდავენ.

შეზღუდულთა შორისაა, ჩვენთვის ალბათ უკვე ნაცნობი და საყვარელი, გავაგანიერ ქალთა კონკურსი “მის ბუმ ბუმ“-იც, რომელშიც ცნობილი სამხრეთამერიკელი სპორტსმენების ცოლები და გულისსწორებიც ხშირად იღებენ მონაწილეობას და სიმართლე რომ ვთქვათ, ზემოთაღნიშნული კონკურსი პოპულარული სწორედ სპორტთან კავშირით გახდა.

“მის ბუმ ბუმ“-ის ორგანიზატორები ვერაფრით ეგუებიან თითქმის ერთწლიან პაუზას და ბრაზილიის ხელისუფლებას წერილს-წერილზე სწერენ - ამდენი გავაგანიერი ქალი კარზე გვადგას, ერთი სული აქვთ მათ უკანალებს მსოფლიოს როდის ვაჩვენებთ და თქვენ კიდევ ამის უფლებას არ გვაძლევთო. ჩვენს მიერ უკვე ხსენებული მუხიანელი მეკარფანჯრე ზაზა როგორც იტყოდა - “ყველას თავისი სიმართლე აქვს ბრატ!“.

0.113724