ფეხბურთი

1:16 | 4.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის გოლი უნგრეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

უნგრეთის ჩემპიონატში ბუდუ ზივზივაძემ გოლი გაიტანა. ქართველი ფორვარდის „ფეჰერვარმა“ „პაკშს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ 78-ე წუთამდე ორბურთიანი უპირატესობით იგებდა, მხოლოდ ქულა მოიპოვა.

ზივზივაძემ მეტოქის კარი 64-ე წუთზე დალაშქრა, რითაც ანგარიში 2:0 გახადა და თითქოს მატჩის ბედიც გადაწყდა. ბუდუმ საგოლე შეტევა თავად დაიწყო, მერე საჯარიმოში კარგად გაიხსნა და თავით ზუსტად დაარტყა. ქართველი ფორვარდი 77-ე წუთზე მოედანიდან გაიყვანეს და მისმა გუნდმა ამის შემდეგ ორი გოლი გაუშვა, შედეგად, მხოლოდ ფრეს დასჯერდა (2:2).

26 წლის ბუდუ ზივზივაძეს უნგრეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 21 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და ექვსჯერ საგოლე პასიც შეასრულა. ამასთან, 3 გოლი მან უნგრეთის თასზე გაიტანა.

„ფეჰერვარს“ 24 ტურის თავზე 37 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება.

0.155246