ფეხბურთი

0:12 | 3.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე "გენტის" განაცხადში დაბრუნდა

ბელგიური „გენტის“ შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა. 21 წლის ქართველი ფეხბურთელი ჰეინ ვან ჰაეზბრუკმა ბელგიის თასზე „ეუპენთან“ მატჩის გაფართოებულ განაცხადში შეიყვანა.

ჩაკვეტაძემ მძიმე ტრავმა მოირჩინა, ვარჯიშობს და ცოტა ხნის წინ მეორე გუნდშიც ითამაშა. ახლა კი შესაძლოა, მთავარ გუნდში დაეთმოს სათამაშო წუთები. ყოველშემთხვევაში 90 წუთისთვის ქართველი სავარაუდოდ, ჯერ მზად არ იქნება.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძემ დაზიანება სექტემბერში მიიღო, შემდეგ 4 ოქტომბერს ნახევარი საათი ითამაშა ბელგიის ჩემპიონატში, მაგრამ ტრავმა გაიმიზეზა და მას შემდეგ ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებია. სულ მის ანგარიშზე ამ სეზონში 4 უგოლო შეხვედრაა.

„ეუპენისა“ და „გენტის“ მატჩი 3 მარტს გაიმართება და გამარჯვებული ბელგიის თასის ნახევარფინალში გავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110816