ფეხბურთი

12:24 | 2.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბექემი კრიშტიანუს ამერიკაში ეპატიჟება

MLS-ის კლუბი, „ინტერ მაიამი,“ რომლის თანამფლობელი ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული ნახევარმცველი, დევიდ ბექემია, 36 წლის კრიშტიანუ რონალდუს გადაბირების საკითხზე მუშაობს - გვამცნობს Todo Fichajes.

პორტუგალიელს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წელს უმთავრდება და ფლორიდელები იმედოვნებენ, რომ „ოქროს ბურთის“ ხუთგზის მფლობელი, აშშ-ში თამაშის სურვილს გამოთქვამს.

საინტერესოა, რომ ამას წინებზე, „ინტერ მაიამი“ მეორე მთავარვარსკვლავს, ლიონელ მესისაც დაუკავშირდა, მაგრამ უარი მიიღო. სავარაუდოდ, ზაფხულიდან არგენტინელი კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ ან „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.391158