სხვა

4:29 | 1.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბრინიონემ სუპერ გიგანტში გუტ-ბერამი დაამარცხა

იტალიელმა ფედერიკა ბრინიონემ იტალიის ვალ დი ფასაში გამართული სუპერ გიგანტის რბოლა მოიგო. მან 0.59 წამით აჯობა საუკეთესო ფორმაში მყოფ შვეიცარიელ ლარა გუტ-ბერამის, რომელმაც ამ ჩქაროსნულ დისციპლინაში ბროლის გლობუსი გაინაღდა. ბრინიონესთვის ეს ამ სეზონში მეხუთე კვარცხლბეკი და პირველი გამარჯვებაა.

გუტ-ბერამიმ ზედზედ მერვე რბოლა დაასრულა კვარცხლბეკზე და აბსოლუტურ ჩათვლაში ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა. ის 200 ქულას უგებს მეორე ადგილზე მყოფ სლოვაკ პეტრა ვლჰოვას, ვინც ტექნიკური დისციპლინების, კერძოდ სლალომის სპეცალისტია.

მესამე ადგილი კიდევ ერთმა შვეიცარიელმა, კორინე სუტერმა დაიკავა, ვინც ბოლო სამივე რბოლა კვარცხლბეკზე დაასრულა.

რბოლის დროს ორი სერიოზული ინციდენტი მოხდა, რომელთა გამოც, ნორვეგიელი კაისა ვიკჰოფ ლი და ავსტრიელი როსინა შნიბერგერი სამედიცინო ვერტმფრენით ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მსოფლიო თასის მომდევნო ორ რბოლას სლოვაკეთის იასნა გორა უმასპინძლებს, სადაც სლალომი და გიგანტური სლალომი ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08791