ფეხბურთი

20:35 | 28.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძის გოლი და საგოლე პასი უნგრეთში (+VIDEO)

უნგრეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში გიორგი ბერიძემ გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის „უიპეშტი“ სტუმრად „პაკშის“ დაუპირისპირდა და ტაიმი 0:1 წააგო, მაგრამ მეორე ნახევარში თამაში შემოატრიალა და 3:1 იმარჯვა.

ბერიძემ 47-ე წუთზე ნემანია ანტონოვი მოამარაგა გადაცემით და მანაც ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მე-60 წუთზე თავად გიორგიმ გაიტანა. მან საჯარიმოში ტექნიკურად დაარტყა და კარგი გამო გამოუვიდა. ჩვენებური 88-ე წუთზე შეცვალეს.

ბერიძეს შესანიშნავი სეზონი აქვს - 10 გოლის გატანა უკვე მოახერხა, აქედან 5-ჯერ უნგრეთის ჩემპიონატში და ხუთჯერაც თასზე, „უიპეშტი“ კი 28 ქულით სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა.

0.11633