ფეხბურთი

22:48 | 27.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

როჯერსმა ვარდი დაიცვა

„ლესტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა, მხარი დაუჭირა თავისი გუნდის შემტევს, ჯეიმი ვარდის, რომელსაც პრემიერლიგის ბოლო რვა მატჩში აღარ გაუტანია.

„ვარდი ყოველთვის თავისი შესაძლებლობების 100 პროცენტს დებს მინდორზე. ფსიქოლოგიურად ძლიერია და როცა მოედანზე არ არის, მაინც ცდილობს გუნდს დაეხმაროს, გაამხნევოს პარტნიორები და მოტივაცია გაუძლიეროს.

ახლა მას „მშრალი“ პერიოდი უდგას, მაგრამ ჩვენ გამარჯვებებს ვაგრძელებთ. მხოლოდ ვარდიმ ხომ არ უნდა გაიტანოს.

ჯეიმი შემტევების ისეთ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც კარგი ასისტენტები სჭირდებათ. ვფიქრობ, გუნდში საკმაოდ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ამ მხრივ მისი დახმარება შეუძლიათ.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ვარდიმ 21 მატჩი ჩაატარა, 12 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111021