ფეხბურთი

21:49 | 27.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

კასანო: „იუვენტუსმა“ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იყიდა“

იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ანტონიო კასანო, ამბობს, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ბევრი ვერაფერი მისცა ტურინულ კლუბს, რომელმაც პორტუგალიელი 2018 წლის ზაფხულში შეიძინა 120 მილიონ ევროდ.

„კრიშტიანუს კიდევ ერთი წელი დარჩა ტურინელებთან კონტრაქტი. „იუვენტუსმა“ ის ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იყიდა, თორემ სკუდეტოებს მის გარეშეც იგებდნენ. ამიტომ, ეს არასწორ პროექტად მიმაჩნია. თორემ რონალდუს რომ დამჯდარსაც შეუძლია გატანა, ყველამ იცის.

რონალდუს არაფერი აქვს საერთო პირლოს იდეებთან. ანდრეას სურს თამაში დაცვიდან ააწყოს, მაღალი პრესინგის გამოყენებით. კრიშტიანუ ძნელად ჯდება ასეთ სქმაში. თუკი ისინი ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ, პორტუგალიელის იქ ყოფნას აზრი არ აქვს.“ - ციტირებს კასანოს სიტყვებს Football Italia.

0.157392