ფეხბურთი

20:12 | 27.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა: "სამგურალმა" ჩემპიონს არ მოაგებინა (+VIDEO)

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი ოფიციალურად დაიწყო. გახსნითი მატჩი თბილისში შედგა, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ 20-წლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებულ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა.

გიორგი ნემსაძის გუნდი რა თქმა უნდა, წყვილში ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ უჩა სოსიაშვილის გუნდმა ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა და ჩემპიონს პირველივე ტურში ქულები დააკარგვინა.

სეზონის პირველი გოლი 30-ე წუთზე გავიდა. წყალტუბოელთა მარჯვენა მცველმა გიორგი მჭედლიშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა და საჯარიმოში გახსნილი სერგო კუხიანიძემ, რომელმაც არა მარტო მატჩში, არამედ მთლიანად სეზონში ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში უპირატესობას „დინამო თბილისი“ დაეუფლა და რამაც შედეგი 71-ე წუთზე გამოიღო, როდესაც გიორგი გაბედავამ თავური დარტყმით გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. თუმცა, თბილისურმა გუნდმა მეტი ვეღარ გააკეთა და ქულას დასჯერდა.

ამრიგად, „დინამო თბილისმა“ და „სამგურალმა“ ქულები გაიყვეს და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა საკმაოდ საინტერესოდ საინტერესოდ დაიწყო.

„დინამო თბილისი“ – „სამგურალი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 კუხიანიძე (30), 1:1 გაბედავა (71)

0.120621