ფეხბურთი

10:28 | 27.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" 10 ახალწვეული წარადგინა

ქუთაისის „ტორპედომ“ ახალი სეზონის დაწყების წინ 10 ახალი ფეხბურთელი ოფიციალურად წარადგინა და მათ სათამაშო ნომრები გადასცა. საქართველოს 4-გზის ჩემპიონის ახალწვეულთა შორის 8 ლეგიონერია.

„ტორპედოს“ ღირსებას ახალ სეზონში დინო ჰამზიჩი (ბოსნია), სამუელ ინკუმი (განა), ალეკო ჩაკვეტაძე, ვახტანგ ნებიერიძე, მიხაილ რადჩენკო (რუსეთი), დიმიტრი რეკიში (ბელარუსი), მეჰდი ბუკასი (ალჟირი), მუროდჯონ ტუჩიბაევი (უზბეკეთი), ალაიდინ სალაკუ (ალბანეთი) და ფადი ზიდანი (პალესტინა) დაიცავენ.

აქვე გეტყვით, რომ ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნული ლიგის პირველ ტურში დღეს „დინამო ბათუმს“ უმასპინძლებს.

თეგებიტორპედო
0.10785