ფეხბურთი

1:40 | 27.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდ კუმანს პრესკონფერენციაზე ცხვირიდან სისხლი ორჯერ წასკდა (+VIDEO)

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს „სევილიასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ცხვირიდან სისხლი ორჯერ წასკდა. ამის გამო მას ორჯერ მოუწია კითხვებზე პასუხის გაცემისას შეჩერება, ერთ მომენტში კი „ბარსას“ პრესსამსახურის უფროსმა პრესკონფერენცია კუმანის მკურნალობის მიზნით შეწყვიტა.

როგორც კატალონელები იტყობინებიან, ნიდერლანდელი თავს კარგად გრძნობს და საშიში არაფერია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი რამ კუმანს უკვე მეორედ დაემართა - პირველად იანვარში, ბილბაოს „ატლეტიკთან“ მატჩის წინ.

რონალდ კუმანმა 2020 წლის მაისში გულის ოპერაცია გადაიტანა, რის გამოც გარკვეული სახის მედიკამენტებს იღებდა, რაც პერიოდულად ცხვირიდან სისხლდენას იწვევს.

აქვე გეტყვით, რომ „სევილიასა“ და „ბარსელონას“ მატჩი შაბათს, თბილისის დროით 19:15 საათზე გაიმართება.

0.113286