ფეხბურთი

22:20 | 26.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე ობამეიანგი გამოარჩიეს

გაბონის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ობამეიანგს კონკურენციას დელი ალი, ალფრედო მორელოსი და ანდრეას ლინდე უწევდნენ.

პიერ-ემერიკმა ლისაბონის "ბენფიკასთან" მოგებულ (3:2) პლეი-ოფის განმეორებითი ეტაპის მატჩში დუბლი შეასრულა. მიმდინარე სეზონში ობამეიანგმა ყველა ტურნირზე ჯამში 26 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104452